15:23 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2657)
1349001

ასე მიულოცა მომღერალ ქეთა თოფურიას მეუღლემ, ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ახალი წელი. ნახეთ რას წერს ლევი

ქეთა თოფურიას ქმარი ლევ დენგოვი, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და ხალხს 2021 წელს ულოცავს. დიპლომატი მოსახლეობას ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ოცნებების ასრულებას უსურვებს.

ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია, რამდენიმე კვირის წინ მეორედ დაქორწინდა. როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.

თავად ლევი ეროვნებით ჩეჩენი არ არის. მისი ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფის „არბატის“ წევრიც იყო.

ქეთა თოფურია ლევმა დაბადების დღეზე მშობლიურ მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია, რომელიც მას და მის მშობლებს თანაბრად მოსწონთ. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან მიუხედავად იმისა, რომ ლევმა პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ მეორედ აღარასდროს დაქორწინდებოდა. წყვილი შვილს ელოდება.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2657)

მთავარი თემები