კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / STRINGERადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 990-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  228 410-ს მიაღწია

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 990 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 426 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 167, შიდა ქართლი – 83, აჭარა – 72, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 68, ქვემო ქართლი – 65, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 29, გურია – 24, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  214 992-მდე.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 23 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 528-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10 864 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4 664 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 236, აჭარაში – 397, იმერეთში – 931.

921 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 322 პირი, მათგან თბილისში – 197, აჭარაში – 25, იმერეთში – 47. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 858 ადამიანი, მათ შორის 242 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 5 342 პირი მკურნალობს ბინაზე.

საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება  415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  156, აჭარაში – 72, ხოლო იმერეთში – 68. თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 946 პირი, აჭარაში – 2 800, იმერეთში – 3 382.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 990-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა რიცხვმა  228 410-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0