01:08 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
96 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 990-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 228 410-ს მიაღწია

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 528-ს მიაღწია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 990-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 228 410-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 214 992 (ბოლო 24 საათში – 3 265) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 415, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 664 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 858 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები