COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 214 992 ადამიანი, გარდაიცვალა – 2 528, კარანტინის რეჟიმშია 415, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 664 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 858 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 990-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 228 410-ს მიაღწია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 214 992 (ბოლო 24 საათში – 3 265) ადამიანი, გარდაიცვალა – 2 528 (ბოლო 24 საათში – 23), კარანტინის რეჟიმშია 415, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 664 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 858 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 800, PCR ტესტით – 4 216.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0