2021 წელს საქართველოში კორონავირუსზე მილიონ ადამიანს აცრიან

© REUTERS / CALLAGHAN O'HARECOVID-19-ის პანდემია
COVID-19-ის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ჯანმოსგან მიიღო გარანტიები, რომ ერთ-ერთი პირველი მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. მის შესაძენად თანხები უკვე გამოყოფილია.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალ წელს კორონავირუსზე მინიმუმ მილიონი ადამიანი აიცრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველომ ჯანმოსგან მიიღო გარანტიები, რომ ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას. მის შესაძენად თანხები უკვე გამოყოფილია.

კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
ქართველი ეპიდემიოლოგები კორონავირუსის ახალ აფეთქებას ელოდებიან

„ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც დაამტკიცებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება 5-6. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს უფრო ადრე იანვარ-თებერვალში, ე.წ. ორმხრივი მოლაპარაკებებით მწარმოებლებთან, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ვაქცინების გარკვეული დოზები. ჩვენთან დაახლოებით საუბარია 200-300 ათას დოზაზე... უნდა ვეცადოთ მომავალ წელს სულ მინიმუმ დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი მაინც ავცრათ, თუ მეტი არა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოსთვის ვაქცინის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინაციის დეტალური გეგმა უკვე შეიმუშავა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლინდა 227 420 ინფიცირების შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 211 727 პაციენტი, გარდაიცვალა - 2 505.

 

ყველა ახალი ამბავი
0