Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემს ცხოვრებაში ორი საოცარი რამ მოხდა...“ - შორენა ბეგაშვილის აღიარება

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა მოდელმა და ტელეწამყვანმა საიდუმლო გაამჟღავნა. ნახეთ რა მოხდა მის ცხოვრებაში 2020 წელს, რაზეც აქამდე არ უსაუბრია

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი საკუთარ თოქ-შოუში „შორენას ეფექტი“ 2020-ის ახალ წელს იხსენებს და ყვება, რომ როდესაც ახალი წელი დადგა, ფოიერვერკების სანახავად აივანზე არ გასულა, რადგან თხელი კაბა ეცვა და შეეშინდა არ გაციებულიყო, მარტო დარჩა საახალწლო სუფრასთან და ინატრა, რომ არასდროს დარჩენილიყო მარტო არც ჭირში და არც ლხინში.

„მჯერა იმის, რომ ახალი წლის ღამეს რასაც ინატრებ, აუცილებლად აგისრულდება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 მსოფლიომ ყველაზე ცუდ წლად აღიარა, ჩემს ცხოვრებაში ორი საოცარი რამ მოხდა: ეს იყო ჩემი თოქ-შოუ და ვიპოვე ნამდვილი სიყვარული“,- განაცხადა ტელეწამყვანმა და საზოგადოებას ბევრი კარგი ახალი ამბავი უსურვა.

ზუსტად ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო არ გამოაქვეყნა.

როგორც საკუთარ გადაცემაში „შორენას ეფექტი“ ტელეწამყვანმა აღიარა, ქმარს იმიტომ დაშორდა, რომ მძიმე წუთებში, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში თვეების განმავლობაში იმყოფებოდა, „ქმარი თბილისში ერთობოდა“.

შორენამ ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად შეყვარებულია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. სოციალურ ქსელში სტატუსიც შეცვალა და ამჟამად ქალის შესახებ გამოქვეყნებულ პირად ინფორმაციაში მითითებულია, რომ ის ურთიერთობაში იმყოფება.

მოდელი და ტელეწამყვანი არც შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოების გასაჯაროებას ერიდება და ცოტა ხნის წინ საყვარელი მამაკაცის ნახევრად შიშველი ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტო, სავარაუდოდ, ესპანეთშია გადაღებული, სადაც ზაფხულში შორენა საყვარელ მამაკაცთან ლაშა ბარათელთან ერთად ისვენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0