კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© photo: Sputnikადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  227 420-ს მიაღწია

თბილისი,  31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.527 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 710 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 239, შიდა ქართლი – 130, სამეგრელო –ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 105, მცხეთა-მთიანეთი – 47, გურია – 24, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა   1 282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211.727-მდე.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 24 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.505-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 13.162 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.104  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.315, აჭარაში – 451, იმერეთში – 1.007.

1 004  პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 332 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 28, იმერეთში – 49. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.167 ადამიანი, მათ შორის 443 – თბილისში, 512 – აჭარაში, 85 – იმერეთში. 6 891 პირი მკურნალობს ბინაზე.

კლინიკაში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება  431 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 71, ხოლო იმერეთში – 68. თვითიზოლაციაში იმყოფება   32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 813 პირი, აჭარაში – 2 728, იმერეთში – 3 644.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  227 420-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0