COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

© REUTERS / CALLAGHAN O'HAREკლინიკაში
კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 227.420-ს მიაღწია

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.505-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 227.420-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 211.727 (ბოლო 24 საათში – 1.282) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 431, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.104 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.167 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0