13:04 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 211.727  ადამიანი, გარდაიცვალა – 2.505, კარანტინის რეჟიმშია 431, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.104 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.167 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.527-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 227.420-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 211.727 (ბოლო 24 საათში – 1.282) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.505 (ბოლო 24 საათში – 24), კარანტინის რეჟიმშია 431, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.104 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.167 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 13.030 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.323, PCR–ტესტით – 6.707.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები