12:35 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2606)
929 0 0

ვერიკო ტურაშვილმა წლების წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და საზოგადოებას გაუმხილა, როგორ დაკარგა მეუღლე

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი შორენა ბეგაშვილის გადაცემას სტუმრობდა და საკუთარი შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების შეხების წერტილზე ისაუბრა. როგორც ვერიკომ აღნიშნა, მისი სიმღერების ტექსტები მოგვიანებით ცუდად აუხდა, როდესაც მისი მეუღლე ავტოავარიაში გარდაიცვალა, ამიტომ დღეს, როდესაც სტუდიაში შედის, ძალიან კარგად უფიქრდება სიმღერის ტექსტებს.

მომღერლის თქმით, ძალიან ნანობს, რომ იმ დროს, როდესაც მისი მეუღლე დაიღუპა, მასთან ნაჩხუბარი იყო, თუმცა შეძლო და ცხოვრება გააგრძელა, დეპრესიას არ მისცემია და ცხოვრება თავიდან დაიწყო, თუმცა საკმაოდ მძიმე დღეები გამოიარა.

ვერიკო ტურაშვილი ორი გოგონას დედაა. უფროსი – ლიზა, 17 წლისაა, უკვე დიდი გოგოა და დედასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს. 2014 წელს ვერიკო მეორედ გახდა დედა. 11- წლიანი პაუზის შემდეგ, მან დედობის სიხარული მეორედ შეიგრძნო და მეორედაც ქალიშვილი შეეძინა.

ვერიკო ტურაშვილის მეორე შვილის მამა ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძეა. ამჟამად ისინი მეგობრები არიან და მათი პირველი შვილი წყვილის სამწლიანი მეგობრობის შედეგია. წყვილმა შვილს ნატალია დაარქვა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)

მთავარი თემები