23:10 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
151 0 0

მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება რეგულაციების სრული დაცვით 2021 წლის 18 იანვრიდან ეტაპობრივად აღდგება.

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრები 31 დეკემბერს, 1, 2, 3 და 7 იანვარს არ იმუშავებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 4 იანვრიდან ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს შესაძლებელი იქნება შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: სატრანსპორტო საშუალების განბაჟება, რეექსპორტი, ექსპორტი, ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურების განხორციელება.

მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარება კი 18 იანვრიდან განახლდება.

სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი კი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით კვლავ შეჩერებული იქნება:

  • ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები
  • მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიების ტერიტორიაზე).

ასევე, ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში ყველა სერვისის მიწოდება კვლავ დროებით შეჩერებული იქნება.

შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აჩერებს>>

მომსახურების სააგენტო რეკომენდაციით მიმართავს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო მიმართვის შემთხვევაში - გარეშე პირების თანხლებისგან.

მთავარი თემები