რატიანი: ვერ გეტყვით, როდის, რა პერიოდში, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან რატიანის განცხადებით,  ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და PCR ტესტის კვლევისას არ გამოვლენილა

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა  ლევან რატიანმა კორონავირუსი გადაიტანა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.

როგორც რატიანმა აღნიშნა, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და მის შესახებ მხოლოდ ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის შემდეგ შეიტყო.

Глава Национального центра контроля заболеваний Амиран Гамкрелидзе - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მე ვარ რეანიმატოლოგი, ყოველდღიურად შემოვლაზე მაქვს 140-145 პაციენტთან კონტაქტი. ხშირად ვიტარებდი ტესტებს, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში დადებითი PCR-ტესტი არ გამოვლენილა. მაგრამ როდესაც ჩავიტარე ანტისხეულებზე ტესტი, აღმოჩნდა ჭარბად. ანუ დაავადება გადავიტანე უსიმპტომოდ“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 224.155 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 208.951 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2.443 გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0