16:52 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.481-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 210.445 (ბოლო 24 საათში – 1.494) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 389, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.480 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.223 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები