COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Ilya Pitale / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 210.445 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.481 , კარანტინის რეჟიმშია 389, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.480 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.223 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 210.445 (ბოლო 24 საათში – 1.494) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.481 (ბოლო 24 საათში – 38), კარანტინის რეჟიმშია 389, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.480 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.223 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14.192 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.074, PCR–ტესტით – 7.118.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0