22:05 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2637)
12667 0 0

ხატია წერეთლის ახალმა რომანტიკულმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლებში ინტრიგა გააჩინა. ნახეთ წყვილის ფოტო.

ცნობილი მომღერლის ხატია წერეთლის ახალ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოს გამოქვეყნებისთანავე ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობით დაინტერესდნენ. „ეს ბიჭი ხატიას ლოვეა?“ „ვინაა ეს ანგელოზივით ბიჭი?“ „ახალი სკანდალი“ – უწერენ მომღერალს კომენტარებში. თავად ხატია ჯერჯერობით დუმილს არჩევს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ მომღერალმა ყოფილი შეყვარებულის შემცვლელი იპოვა. „შენი წყალი გადმოგვსხმოდეს“, – უწერდნენ ხატიას კომენტარებში, თუმცა მოგვიანებით მომღერალმა ყველაფერს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ კვლავ მარტოა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ იმედა ვახტანგიშვილმა ცოლი მოიყვანა და ამის შესახებ თავად ხატიამ დაწერა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. მომღერალი წერდა, რომ სამწუხაროდ გვიან აღმოაჩინა, რომ საყვარელი მამაკაცი ალფონსი იყო. აღმოჩნდა, რომ მომღერლის პარალელურად კაცი სხვა ქალსაც ხვდებოდა, რომელზეც, როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, დაქორწინდა კიდეც.

შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მომღერალმა პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და ცხვირი გაილამაზა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ რინოპლასტიკა მომღერალს განსაკუთრებით მოუხდა.

ხატია წერეთელი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მსმენელმა იხილა ქართული ბაზრისთვის სკანდალური, ეროტიკული ხასიათის მისი კლიპი - „შენთან სექსი მაგარია“. კლიპი მართლაც რომ პროვოკაციული აღმოჩნდა, ხატია კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის საყვარელ „ვალენტინს“ მიუძღვნა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული.

კლიპში მონაწილე იმედა ვახტანგიშვილმა და ხატია წერეთელმა დაადასტურეს, რომ პარტნიორები იყვნენ და ერთად ყოფნა მოსწონდათ, თუმცა ამ ურთიერთობას შეყვარებულების სახელს მაინცდამაინც არ არქმევდნენ. თუმცა რამდენიმე ხნის წინ გაირკვა, რომ წყვილი სკანდალურად დაშორდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2637)

მთავარი თემები