მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კიდევ ერთ რაიონში დაიწყეს მუშაობა

© Ministry of Internal Affairsმართლწესრიგის ოფიცრები
მართლწესრიგის ოფიცრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მართლწესრიგის 40-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მართლწესრიგის ოფიცრები აქამდე თბილისის მასშტაბით ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონებში მუშაობდნენ.

მართლწესრიგის ოფიცრები და შს მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
შსს-მ მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე 100 ვაკანსია გამოაცხადა

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია–მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.

ოფიცრების შერჩევა მოხდა კონკურსის წესით. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.

მართლწესრიგის ოფიცრებმა უბნის ინსპექტორები ჩაანაცვლეს. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გაუქმდა.

უბნის ინსპექტორებს მართლწესრიგის ოფიცრები ჩაანაცვლებენ>>

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ დედაქალაქის მასშტაბით ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით ეტაპობრივად მთელ საქართველოში დაინერგება.

ყველა ახალი ამბავი
0