21:23 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2612)
1722 0 0

დიზაინერმა რამდენიმე ემოციური ვიდეოთი „ფოლოვერები“ გაანებივრა. ვიდეოში ჩანს, როგორ „აძალებს“ დედა, ნიკოლამ თქვას, რომ მამა კი არა, ის უფრო უყვარს.

ანუკი არეშიძის Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე მორიგი ვიდეო გამოჩნდა გულახდილი ემოციებით. ვიდეოს მთავარი გმირი ისევ ნიკოლა კალაძეა, რომელიც ამბობს, რომ მამა უფრო უყვარს. „ანუკი არ მიყვარს“ – „განაცხადა“ უმცროსმა კალაძემ, რამაც დიზაინერი დედის „აღშფოთება“ გამოიწვია.

კალაძეების დიდ ოჯახში ნაძვის ხე და საახალწლო განწყობა უკვე რამდენიმე დღეა დგას. ცნობილი დიზაინერი ზღაპრულ გარემოს ხშირად უზიარებს „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“. აღსანიშნავია, რომ დიზაინერი გადატვირთულ გრაფიკს დაუბრუნდა, თუმცა პატარა შვილს ისევ დიდ დროს უთმობს.

4 სექტემბერს ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლა კალაძე ორი წლის გახდა. ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო, მათ ოფიციალურად 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2612)

მთავარი თემები