10:42 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (244)
266 0 0

მიმდინარე წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების გაზრდას აპირებდა.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის რეფორმის ფარგლებში ონკოპაციენტების მკურნალობის ხარჯების დაფინანსება გაიზარდა, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს უწყების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას.

სერგეენკო: მოქალაქეები მედიკამენტებში შემოსავლების 25%-ზე მეტს ხარჯავენ>>

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

„ყოველ პაციენტზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი გაიზარდა 8 ათასი ლარით, რის შედეგადაც ჯიბიდან გადახდები საშუალოდ 25 მლნ ლარით შემცირდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს და მათთვის ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

სულ ამ პროგრამით დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.

გახარია: მედიკამენტებზე ფასები უნდა შემცირდეს>>

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი დაავადების დაახლოებით ცხრა ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. ამჟამად ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ონკოპაციენტების ქიმიოთერაპიით მკურნალობის 70%-ს, ჰორმონოთერაპიის ზოგიერთ ხარჯს, ასევე სხივურ თერაპიასა და ძვირადღირებულ პრეპარატებს. თუმცა, არის ზოგიერთი სერვისი, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და ამის შემდეგ გამოიყოფა გარკვეული თანხა.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (244)

მთავარი თემები