04:05 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 380 პირი. სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 37 ადამიანი.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში გარდაიცვალა ხობის 72 წლის მკვიდრი.

ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 380 მოქალაქე. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 37 ადამიანი.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 95 კოვიდ–პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 23 პაციენტი იმყოფება. მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია ხუთი.

ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმეა შვიდის მდგომარეობა. „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი. მძიმეა 11-ის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 16 პაციენტია მოთავსებული. სენაკის „ლაზიკა მედში" კი – 38. მძიმე მდგომარეობაშია ორი პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები