კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.

თბილისი,  28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 538 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 257 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 611 ფაქტი გამოავლინა>>

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 68, იმერეთი – 55, კახეთი – 36, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 34, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 206.313-მდე გაიზარდა.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 41 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.418-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 13.386 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.624  პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.608, აჭარაში – 508, იმერეთში – 1.092.

1.019 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 34, იმერეთში – 57. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.311 ადამიანი, მათ შორის 489 – თბილისში, 578 – აჭარაში, 94 – იმერეთში. 6.451 პირი მკურნალობს ბინაზე.

სასწრაფო დახმარების ექიმები - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 427 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 198, აჭარაში – 135, ხოლო იმერეთში – 13. თვითიზოლაციაში იმყოფება 35.123 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.102 პირი, აჭარაში – 3.165, იმერეთში – 4.326.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0