00:37 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 41 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.418-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 206.313 (ბოლო 24 საათში – 2.766) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 427, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.624 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.311 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები