14:27 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
93 0 0

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 206.313 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.418, კარანტინის რეჟიმშია 427, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.624 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.311 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 206.313 (ბოლო 24 საათში – 2.766) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.418 (ბოლო 24 საათში – 41), კარანტინის რეჟიმშია 427, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.624 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.311 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 4.769 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1.955, PCR–ტესტით – 2.814.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები