18:27 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2606)
27820

ცნობილი მუსიკოსი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რა შეემთხვა რეპერ ლექსო ქავთარაძეს.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ცნობილმა ქართველმა რეპერმა ლექს-სენმა ცოტა ხნის წინ პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დილით მას საკუთარ ავტომობილზე ერთი ნაწილი მოპარული დახვდა.

„ნანატრი საქართველო, მეგობრებო. დილით ჩამოვედი და მანქანაზე რაღაც დეტალი დამხვდა მოპარული. დამუშავებული ქურდები არიან, თვალში რომ არ მომხვედროდა, სხვა პლასტმასი დაახურეს. პატრულს ველოდები, გავიდა ერთი საათი, იქიდან მირეკავენ და მეკითხებიან, რა ნაწილია მოპარული, ძვირიანია თუ არა, დაზღვეული მყავს თუ არა ავტომობილი და ბოლოს მეუბნებიან – კაი, კაი რაღაცას მოვიფიქრებთ. ეს არის ჩვენი ნანატრი ქვეყანა, გაგაგებინებთ რა მოხდება“, – ამბობს ვიდეოში მუსიკოსი.

ლექს-სენი, იგივე ლექსო ქავთარაძე 1981 წლის 18 ივლისს თბილისში დაიბადა. სწავლობდა თბილისის მე-4 ქართულ გიმნაზიაში. სწავლის პარალელურად ლექსო გატაცებული იყო მუსიკით: რეპით, ჰიპ-ჰოპით. სკოლის დასრულების შემდეგ, 1998 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.

ლექს-სენმა პირველი სიმღერა სტუდენტობისას დაწერა, რომლის პრემიერაც სტუდენტურ დღეებზე გაიმართა. 2001 წელს მისი პირველი ჰიტი „არ თქვა უარი“ გამოვიდა. ამას მოჰყვა ჰიტები – „გაბედულად“, „მინდოდა გამეგო“ და ა.შ. 2002–2005 წლებში ლექსო სტუდია „მაესტროსთან“ თანამშრომლობდა. ამ პერიოდში შეიქმნა ჰიტები „ხელები მაღლა“, „გაიგე“, „მისაბაძი კაცი“. 2006 წელს კი, მომღერალმა მსმენელს ახალი ჰიტები აჩუქა: „პატრიოტები“, „კოკოითი ფანდარასტ“, „არ იფიქრო“, „თქმა არ შემიძლია“ და სხვ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)

მთავარი თემები