Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახლა ამ კაბით უნდა გამაგიჟოს...“ – ანუკი არეშიძემ მოკლე კაბა მოირგო – ფოტო

© Facebook / Kakha kaladzeკახა კალაძე ანუკი არეშიძე
კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი დიზაინერის ახალ ფოტოს სოციალურ ქსელში განიხილავენ. ანუკი არეშიძემ მოკლე კაბა მოირგო და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.

დიზაინერმა და თბილისის მერის მეუღლემ ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საკუთარი დიზაინით შექმნილი კაბა აცვია. ანუკის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ დიზაინერს ძალიან უხდება მოკლე კაბა და ლამაზად გამოიყურება.

„ღმერთო, რა სილამაზეა“, „საოცრად გამოიყურები“, „უმშვენიერესი და უსაყვარლესი ანუკი“, „როგორ გიხდება მოკლე“, – წერენ ანუკის ხელმომწერები. ასევე აღნიშნავენ კაბის სილამაზესაც. „ახლა ამ კაბით უნდა გამაგიჟოს“, – წერს მომხმარებელი, რაზეც ანუკი პასუხობს, რომ ამ კაბის გაყიდვა უკვე დაწყებულია.

თბილისის მერის მეუღლე წარმატებული დიზაინერია. ANOUKI – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბრენდი 2013 წელს ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შექმნა. ანუკის განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს მიღებული, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, განსაკუთრებით მილანის დიზაინის სკოლაში ჩაბარება დაეხმარა მას გაეგო, რა მიმართულებით სურდა მუშაობა. დიზაინერობის სურვილი და საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა კი მას ბავშვობიდან ჰქონდა.

თავდაპირველად დიზაინერმა თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე მრავალი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობა მიმდინარე სიახლეებს. ანუკის ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს გვთავაზობს.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. მეოთხე ვაჟი ნიკოლა კალაძე ორი წლის წინ დაიბადა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

ყველა ახალი ამბავი
0