15:16 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2653)
79010

ტელესახის ოჯახით დაინტერესებული თაყვანისმცემლები მათთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას სთხოვენ. თიკა ყველასთან ერთად პოზირებს, გარდა ბიზნესმენი ქმრისა. ამჯერად გამონაკლისი დაუშვა, მაგრამ ქმარს სახე დაუმალა

თიკა შვილებთან, მშობლებთან და კალათბურთელ ძმასთან ერთად ოჯახურ სურათებს ხშირად აქვეყნებს. ოჯახის წევრებს შორის გამონაკლისი მისი მეუღლეა. ბიზნესმენი დავით ანთელიძე საჯარო სივრცეებს თავს არიდებს. ამ მხრივ თიკა ქმარს ხელს უწყობს. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად თიკა და დავითი ჯერ კიდევ მაშინ დაოჯახდნენ, როდესაც ტელეწამყვანი ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

თიკას და მის რჩეულს სამი ვაჟი ჰყავთ. ბიჭები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. თიკას უფროს ვაჟს ბიძას – ლევან ფაცაციას ამსგავსებენ. თიკას უფროსმა ვაჟმა ინგლისურენოვანი სკოლა წელს დაამთავრა. შუათანა ვაჟი 9 წლისაა, ხოლო უმცროსი 6 წლის გახდა. თიკა დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ დავით ანთელიძემ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თიკა შემთხვევით ტელევიზორში ნახა და საქართველოში დაბრუნებისთანავე მისი გაცნობა გადაწყვიტა.

იმის გათვალისწინებით, რომ თიკა ქმართან ერთად გადაღებულ სურათებს არ აქვეყნებს, საზოგადოება მათ დაშორებას განიხილავს. თუმცა, თიკამ მეუღლესთან ერთად თანაცხოვრება თვითიზოლაციის დროსაც დაამტკიცა. ის ოთახში ჩაკეტილი იყო და მას ქმარ-შვილი უვლიდა.  ახლა მის ობიექტივში ცოლ-ქმარი აღმოჩნდა, თუმცა ტელეწამყვანმა ქმრის სახის დაფარვა ტორტის „სტიკერით“ გადაწყვიტა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

ცოტა ხნის წინ ყოფილმა მოდელმა კორონავირუსი დაამარცხა. მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარულია. მოქნილი და მიმზიდველი წამყვანი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში თიკა ფაცაცია ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე შეიქმნა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2653)

მთავარი თემები