COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში

© photo: SputnikCOVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში
COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 097-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 221 605-ს მიაღწია.

თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 377-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 097-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 221 605-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 203 547 (ბოლო 24 საათში – 3 208) ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 420, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5 677 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 393 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0