კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაშია პაციენტების 5,7 %

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1 784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 220 508-ს მიაღწია.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 784 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 801 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 281, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, აჭარა - 121, შიდა ქართლი - 119, კახეთი - 110, ქვემო ქართლი - 101, გურია - 40, სამცხე-ჯავახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ჰანს კლუგე - Sputnik საქართველო
ჯანმო: კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში აღმოაჩინეს

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით - შესაბამისად, დადებითი შედეგი ტესტების 12,4%-მა აჩვენა.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 17 791 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.701 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 606, იმერეთში - 1 134, აჭარაში - 528.

მძიმე მდგომარეობაშია 1.013 პაციენტი (აქტიური შემთხვევების თითქმის 5,7%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 379 პირი, მათგან თბილისში 195, იმერეთში - 74, აჭარაში - 32.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 1.464 ადამიანი, მათ შორის 551 - თბილისში, 647 - აჭარაში, 110 - იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 10 626 პირი (აქტიური შემთხვევების თითქმის 60%).

საკარანტინო სივრცეში იმყოფება 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 182, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 13.

თვითიზოლაციაში იმყოფება 38.003 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 867 პირი, იმერეთში - 4 738, აჭარაში - 3 717.

სამედიცინო აღჭურვილობა კლინიკაში - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-თან: მსოფლიო ბანკმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.784-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 220 508-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 200 339-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 39 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 352-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0