საქართველომ ახალი ავტობუსების შესაძენად სესხი აიღო

© Sputnik / STRINGERახალი ავტობუსები ქუთაისში
ახალი ავტობუსები ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
EBRD-მა 2019 წელს 17 მილიონი ევრო გამოყო, მაგრამ, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველო ექვსი ქალაქისთვის 175 ახალი ავტობუსის შესაძენად 19 მილიონის ოდენობის კრედიტს მიიღებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილიძემ გიორგი კაკაურიძემ.

ახალი ავტობუსები - Sputnik საქართველო
ზუგდიდის ავტოპარკი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით შეივსო

მისი თქმით, საქართველოს საქალაქო ტრანსპორტის განვითარების პროგრამისთვის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) 17 მილიონი ევრო გამოყო. მაგრამ, როგორც კაკაურიძემ განმარტა, მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა.

„საქართველოსა და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ შორის 2019 წლის 29 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 17 მილიონი ევრო რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის, თელავისა და ფოთისთვის ავტობუსების შესაძენად გამოიყო, დაგეგმილი იყო 175 ავტობუსის შეძენა, თუმცა სატენდერო პროცედურები რომ დაიწყო აღმოჩნდა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო და დონორთან მოხდა შეთანხმება, რომ დამატებით 2 მილიონი ევროს, ანუ ჯამში 19 მილიონი ევროს გამოყოფა მოხდება“, - ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გასულ კვირაში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით მოქმედებს, ზუგდიდს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროგრამის ფარგლებში EURO 5-ის სტანდარტის შესაბამისი 25 ახალი ავტობუსი გადასცა.

ქუთაისის ავტოპარკი ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით შეივსო >>

გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. გაიმარჯვა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, 2020 წლის გაზაფხულიდან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტები 117 ერთეული 8,5-მეტრიანი და 58 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსებით უზრუნველყოს.

ახალი ავტობუსებიდან 60 ქუთაისს, 40 – რუსთავს, 30 – გორს, 25 – ზუგდიდს და 10–10 ფოთსა და თელავს გადაეცემა.

ყველა ახალი ამბავი
0