თურქეთში უცხოეთიდან შესვლის  წესები შეიცვალა: საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

© photo: AFP 2020 / BRENDAN SMIALOWSKIეპიდემია თურქეთში
ეპიდემია თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ

თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. თურქეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეიცვალა ქვეყანაში უცხოეთიდან შესვლის წესები და პირობები, ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR –ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.

ის პირები, რომლებიც ვერ წარადგენენ აღნიშნულ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო იმ პირებს, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაცის შესაძლებლობა, გადაიყვანენ  ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში. 

COVID 19 თურქეთში - Sputnik საქართველო
საახალწლო გამონაკლისი თურქეთში: უცხოელ ტურისტებს კომენდანტის საათი არ შეეხება

თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მეშვიდე დღეს, PCR –ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. იმ მოქალაქეებს კი, რომელთაც თვითიზოლაციიდან მეშვიდე დღეს, PCR–ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

აღნიშნული რეგულაცია 2021 წლის 1 მარტამდე იმოქმედებს.

კითხვების არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ცხელ ხაზზე უნდა დაუკავშირდნენ:

– ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80;

– ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00;

–  ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში კორონავირუსის 2,118,255 შემთხვევა გამოვლინდა, 19,371 ადამიანი გარდაიცვალა, 1,970,803 კი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბავი
0