18:33 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
314 0 0

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94–110 კმ მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია 08:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გავრცელებული ინფორმაციით,  გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მთავარი თემები