Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორც იქნა, შევხვდით ერთმანეთს“ – სალომე ზურაბიშვილი შვილიშვილთან პირველ ფოტოს აქვეყნებს

© Sputnik / Denis Aslanovსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს პირველი შვილიშვილი შეეძინა. სალომე ზურაბიშვილი ახალშობილთან ერთად გადაღებულ პირველ ფოტოს აქვეყნებს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე შვი­ლიშ­ვი­ლის, პა­ტა­რა მა­რი­ა­მის პირ­ველ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

„რო­გორც იქნა შევხდით ერ­თმა­ნეთს... მა­რი­ამ“, – დაწერა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლმა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შვი­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 26 ნო­ემ­ბერს ამ­ცნო.

„და­ი­ბა­და მა­რი­ამ გუ­გუშ­ვი­ლი (გორ­ჯეს­ტა­ნი)“ – წერ­და პრე­ზი­დენ­ტი მა­შინ „ინ­სტაგ­რამ­ზე“. სალომე ზურაბიშვილი ბებია 68 წლის ასაკში გახდა. მარიამი პრეზიდენტის საფრანგეთში მცხოვრები ვაჟის თეიმურაზის პირველი შვილია.

პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გასულ წელს ფრანგ გოგონაზე, კონსტანსაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ლო­მე ზურაბიშვილის შვი­ლე­ბი – ქალ-ვაჟი ქე­თე­ვა­ნი და თე­მუ­რი საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­დნენ, იქ, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და მათი დედა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ პოლიტიკოსი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის ნიკო ნი­კო­ლა­ძის შთამომავალია, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის მოღ­ვა­წის, წლე­ბის მან­ძილ­ზე საფ­რან­გე­თის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლი. მას შვი­ლე­ბი პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან შე­ე­ძი­ნა.

ყველა ახალი ამბავი
0