პოლიციამ თბილისში კოვიდინფიცირებული მოქალაქეები დააჯარიმა – ისინი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ

© Sputnik / Alex Shlamovპოლიცია წესების დაცვას აკონტროლებს
პოლიცია წესების დაცვას აკონტროლებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოვიდ-ინფიცირებულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქე იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეები, რომლებსაც ჯარიმა დაუწერეს, 38 და 35 წლის არიან.

ორივე მათგანს სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. მიუხედავად ამისა, მათ თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.

38 წლის მოქალაქე კოვიდ-აღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება. სამართალდამცველებმა ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილებისას დააჯარიმეს.

რაც შეეხება 35 წლის მოქალაქეს, ის კოვიდ-აღრიცხვაზე 20 დეკემბრიდან იმყოფება. პოლიციამ ის მაშინ დააჯარიმა, როდესაც ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა.

პოლიცია პირბადის ტარების წესს ამოწმებს - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 554 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ ორივე კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა–10 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააჯარიმა (თითოეული 2 ათასი ლარით). დაჯარიმების შემდეგ ისინი კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულაციების დარღვევისთვის ყოველდღიურად ასობით ადამიანს აჯარიმებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0