09:41 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2638)
471 0 0

ტელეწამყვანმა უცნობი მამაკაცი გადაიღო, რომელმაც მას სამსახურში უზარმაზარი თაიგული მიართვა. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს მაია ასათიანი.

ცნობილ ტელეამყვანს მაია ასათიანს ულამაზესი თაიგული გამოუგზავნეს. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ უცნობმა მამაკაცმა მანათობელი ყვავილების თაიგული მას სამსახურში მიუტანა და ტელეწამყვანმა შეატყო, რომ ახალგაზრდა ეპრანჭებოდა. „მგონი მეპრანჭებით“ – მიმართავს ვიდეოში ჟურნალისტი მამაკაცს. საჩუქარმა ასათიანი აღაფრთოვანა და მამაკაცებს მოუწოდა, თუ ქალების გახარება სურთ, ასეთი მანათობელი თაიგულები უძღვნან მათ.

მაია ასათიანი ხშირად აღნიშნავს, რომ ჰყავს მამაკაცი, რომელიც მის ცხოვრებაშია, თუმცა არასდროს აკონკრეტებს ვინაა ეს პიროვნება. „რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა.

ტელეწამყვანი სამ საყვარელ ძაღლთან და თუთიყუშებთან ერთად მარტო ცხოვრობს. მისი სახლი კი მყუდროებითა და კომფორტულობით გამოირჩევა. მაია ხშირად აქვეყნებს ძაღლების ვიდეოებსაც, როგორ ეფერება და უვლის მათ პატარა ბავშვებივით.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2638)

მთავარი თემები