Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასეთ მდიდრულ სახლში ცხოვრობენ ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე ამერიკაში – ვიდეო

© Photo: Tika Alavidze-pachulia / FBზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე
ზაზა ფაჩულია თიკა ალავიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასე მორთეს სახლი საახალწლოდ ზაზა ფაჩულიამ და მისმა მეუღლემ თიკა ალავიძემ. ნახეთ როგორ სახლში ცხოვრობს ცნობილი წყვილი.

35 წლის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ოჯახთან ერთად რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ცნობილია მისი კარიერული წინსვლა – ის NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა, თანაც ორგზის. ზაზა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც შტატებში, ისე, რა თქმა უნდა, სამშობლოში. მის თითოეულ ნაბიჯს ქართველი ქომაგები განსაკუთრებით გულშემატკივრობენ. თბილისში მისი სახელობის საკალათბურთო სკოლაც დაარსდა, რომელზეც თავად ზრუნავს.

ცოტა ხნის წინ სპორტსმენმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მთელი ოჯახი უზარმაზარი ნაძვის ხის ფონზე პოზირებს. სახლი მართლაც შთამბეჭდავი და მოდურია. თიკა ალავიძისა და ზაზა ფაჩულიას დუეტი უამრავ ადამიანს მოსწონს. ოთხი შვილის მშობლები ბავშვებს მეგობრულ გარემოში ზრდიან.

დათა, საბა, მარიამი და ნუცა სიმაღლითა და სპორტული აღნაგობით მამას ჰგვანან. ბიჭებთან მამას განსაკუთრებული მიდგომა აქვს, როგორც ირკვევა, ისინი ერთად ვარჯიშობენ. მარიამი და ნუცა კი ნამდვილი პრინცესები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა, ზაზა ფაჩულიას უმცროსი ქალიშვილი ნუცა ამერიკაში დაიბადა. გოგონას გაჩენას მამა არ ესწრებოდა და მას სახელი უფროსმა დამ შეურჩია.

ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი თაყვანისმცემლებისა და გულშემატკივრების გაოცებას არა მხოლოდ კარიერული მიღწევებით, არამედ დიდი ოჯახითაც ახერხებს. გადატვირთული დღეების მიუხედავად მან შვილებისთვის ახალი ტექნიკა შეიმუშავა და ამერიკის სპორტულ დარბაზებში ვაჟებთან ერთად ინტენსიურად ვარჯიშობს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ზაზა ან მისი მეუღლე თიკა ავალიძე-ფაჩულია ინტერნეტ-სივრცეში აქვეყნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0