მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება: ცხრა წლის გოგონას მამის ვალების გადახდა დაეკისრა

© Pixabay / succoმართლმსაჯულების ატრიბუტიკა
მართლმსაჯულების ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ შვილი მამის ქონებისა და, შესაბამისად, მისი ვალების მემკვიდრედ ცნო და ცხრა წლის ბავშვს 80 ათასზე მეტი დოლარის გადახდა დააკისრა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ჩინეთის სასამართლომ ცხრა წლის გოგონას მამის მიერ დატოვებული ვალების გადახდა დააკისრა, რომელიც მანამდე სიკვდილით დასაჯეს, იუწყება გამოცემა South China Morning Post.

საფრანგეთი, პარიზი, ლუვრი - Sputnik საქართველო
„მემკვიდრეობას ვიბრუნებ“: მამაკაცი ლუვრიდან სკულპტურის გატანას ცდილობდა – ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 2013 წელს მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ, რაც ცოლი და სიდედრი მოკლა. დანაშაულის ჩადენამდე მან საცხოვრებელი ბინა გაყიდა, რაშიც დაახლოებით 84 ათასი აშშ დოლარი მიიღო. თუმცა მკვლელობის შემდეგ ქონებას ყადაღა დაედო და ბინის მყიდველს, თანხის გადახდის მიუხედავად, მისით სარგებლობა აეკრძალა.

ამის შემდეგ მყიდველმა სასამართლოს მიმართა, რომელმაც ცხრა წლის ჩენ მანი მამის ქონებისა და, შესაბამისად, მისი ვალების მემკვიდრედ ცნო.

როდის არის მემკვიდრე ვალდებული, დააბრუნოს ყველაფერი, რაც მემკვიდრეობით მიიღო>>

ჩენმა, რაღა თქმა უნდა, ვერ აღასრულა სასამართლოს განჩინება და ვალი ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც გოგონას სანქციები დაუწესდა. შეზღუდვები, სხვა აკრძალვებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს ბავშვისთვის თვითმფრინავითა და მატარებლით სარგებლობის აკრძალვასაც.

მომხდარის შესახებ ადგილობრივმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რამაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. სასამართლო იძულებული გახდა გაეუქმებინა საკუთარი გადაწყვეტილება და, „ტრაგიკული ოჯახური ისტორიის გათვალისწინებით“, ბოდიშიც კი მოუხადა გოგონას.

 

ყველა ახალი ამბავი
0