05:09 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2625)
739420

შორენა ბეგაშვილის ერთადერთმა ქალიშვილმა სოციალურ ქსელში მის ხელმომწერებს ასეთი უცნაური პასუხი გასცა. ნახეთ რას წერს გოგონა.

ცნობილი მოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის შვილმა ევა ბარბაქაძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ „ფოლოვერების“ კითხვებს უპასუხა. „რატომ არ ჰგავხარ დედას?“ – ამ კითხვაზე ევამ დამაბნეველი პასუხი გასცა. „მიშვილა ალბათ“ – დაწერა გოგონამ, რომელსაც, როგორც ჩანს, დედასთან მსგავსება დიდად არ აღელვებს.

ცოტა ხნის წინ თინეიჯერი გოგონას მორიგმა ექსპერიმენტმა მოწონება დაიმსახურა. მან გრძელი თმა შეიჭრა და უახლეს ფოტოზე, რომელიც ევამ Instagram-ზე გამოაქვეყნა, ახალი იმიჯი აქვს. გოგონამ მკლავზე ლამაზი ტატუც გაიკეთა. როგორც ჩანს, ევა ბარბაქაძის ცხოვრებაში სიახლეების დროა.

ევა შეყვარებულს დაშორდა და სოციალურ ქსელში მათი ერთობლივი ფოტოებიც გაქრა. წყვილი ჯერ ბათუმში ისვენებდა ერთად, სწორედ მაშინ გაასაჯაროვა ევამ რომანტიკული ფოტოები, შემდეგ ყაზბეგში, თუმცა ამჟამად „ინსტაგრამზე“ გიორგი ყაჯრიშვილის ფოტოები წაშლილია.

აღსანიშნავია, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა. ის შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს.

შორენა ბეგაშვილი, თავის მხრივ, ულამაზეს ქალიშვილს ყველაფერში ეხმარება. მათ საკმაოდ მეგობრული და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა დედამ სტუდენტ ქალიშვილს მანქანაც აჩუქა.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა.

ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს, ამას მშვენიერი ევაც აღნიშნავს. მის სურათებს მამის საუკეთესო მეგობრები ხშირად ეხმიანებიან. გოგონა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიანიჭა უპირატესობა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2625)

მთავარი თემები