თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი ლენუკა ყიფშიძე ავარიაში მოყვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლენუკა ავრცელებს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სასწაულებრივად გადარჩა.
„მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ბევრი მწერთ და ვერ გპასუხობთ. არ ვიცი, საიდან გავრცელდა ჩემი ავარიის ამბავი, მაგრამ მთავარია გადავრჩი და არაფერი ცუდი არ მჭირს. ერთი ვიცი, რომ უფალს ვუყვარვარ”, – დაწერა ლენუკამ.
ყოფილმა მოდელმა ორი წლის წინ ახალი კომპანია შექმნა, რომელიც საქართველოში თეთრეულისა და პარფიუმერიის იმპორტით არის დაკავებული. კომპანიას Blanche ჰქვია, რაც ფრანგულად თეთრს ნიშნავს. კომპანია სასტუმროების ბიზნესთან თანამშრომლობს, ამარაგებს მათ სასტუმროების ნომრებისთვის აუცილებელი ნაკრებით — თეთრეულითა და პარფიუმერიით.