უმშვენიერესი ნინუცა ორჯონიკიძე, რომელიც უმდიდრესი ქართული ოჯახის რძალია, ზამთრის ცივ დღეებს კუნძულ ბალიზე ატარებს. ნინუცამ მზიანი კურორტიდან ფოტოები „ინსტაგრამზე“ განათავსა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო.
View this post on Instagram
ნინუცა დასასვენებლად მეგობართან ერთად არის და დროს შესანიშნავად ატარებს. ბევრ დროს ატარებს მზეზე, ირუჯება, ცურავს და სასიამოვნოდ ისვენებს.
View this post on Instagram
ნინუცა ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, თუმცა თუ მისი ახალი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ის აქტიურად ვარჯიშობს, შესაბამისად, ულამაზესი მუცლის პრესი აქვს, რომელიც შეუმჩნეველი არც მის ხელმომწერებს დარჩათ.
View this post on Instagram
ნინუცა ორჯონიკიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ნაშუადღევის“ ერთ-ერთი წამყვანია. ის რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია.
View this post on Instagram
სოსო ორჯონიკიძე კურირებდა და დაინტერესებული იყო სასტუმროების ქსელის მშენებლობითა და სათამაშო ბიზნესით. ის, რაც საქართველოში მისი ოჯახის სახელს ოფიციალურად უკავშირდება, ერთ-ერთი ძვირადღირებული კომპლექსი King David-ია.