ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 19 აპარატი გადაეცა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის კლინიკებში დაიწყო ხელოვნური სუნთქვის აპარატების განაწილება, რომლებზეც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის 19 აპარატი გადაეცა, იუწყება პირველი არხი.

საქართველოში ონლაინ–კლინიკების რაოდენობა გაიზარდა – ჯანდაცვის უწყება >>

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ნიჟარაძემ კლინიკას ტექნიკა გადასცა და პერსონალს მედმუშაკის დღე მიულოცა.

„მედიცინის ყველა მუშაკი დღეს არის გმირი, არ აქვს მნიშვნელობა ის მაღალი პროფესიონალური დონის ექიმია, თუ დამხმარე პერსონალი. მინდა, ყველას პროფესიული დღე მივულოცო და გადავცე აპარატურა, რომელიც დღეს ამდენად საჭიროა. აპარატურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოგვიყო“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ჰანს კლუგე - Sputnik საქართველო
ჯანმოს რეგიონული დირექტორი ქართველ ექიმებს გმირებს უწოდებს

აჭარის კლინიკებისთვის ხელოვნური სუნთქვის სულ 55 აპარატია გათვალისწინებული და მათ რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა რეგიონის ყველა კოვიდ-კლინიკა მიიღებს.

ბოლო 24 საათში აჭარაში 1 278 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 291 ადამიანი.

რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 629 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროებში - 673. ექიმების დაკვირვების ქვეშ საცხოვრებელ სახლებში მკურნალობს 1 965 ინფიცირებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში 29 ათასი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოს მასშტაბით სულ გამოვლენილია კორონავირუსის 214 ათასი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 191 ათასზე მეტი პირი, გარდაიცვალა 2 233 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0