ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კორონავირუსით გარდაიცვალა

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის, რომლის ფონზეც ლეტალობის შემთხვევები იზრდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გონერ მეფარიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მეფარიშვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის კურსს სამი კვირის განმავლობაში გადიოდა. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში ახალი კორონავირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.233-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი, ბოლო მონაცემებით, 214.871-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0