Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თაკო ნაცვლიშვილის თამამი ფოტოსესია – ასეთ ფოტოებს მისგან არავინ ელოდა

© coutesy of Tako Natsvlishviliთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაკო ნაცვლიშვილის თამამ ფოტოსესიას უამრავი გამოხმაურება აქვს. ნახეთ როგორ უხდება მოდელს ახალი იმიჯი.

ქართველმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა ახალი ფოტოსესიის ცეცხლოვანი ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელს განსხვავებული სტილი აქვს მორგებული. სულ ცოტა ხნის წინ თაკომ თმა შეიჭრა და იმიჯი შეიცვალა. ახალი იმიჯი მოდელის ხელმომწერებს ძალიან მოეწონათ.

ახალგაზრდა მოდელმა ფოტოები სოციალურ ქსელში სულ ახლახან გამოაქვეყნა. თაკოს ლამაზ ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ მოდელისთვის ეს პირველი თამამი ფოტოებია და მისი ხელმომწერების ნაწილი კომენტარებში აღნიშნავს, რომ თაკოსგან მსგავს ფოტოებს არავინ ელოდა.

თაკო შესანიშნავ ფორმაშია და ეს ახალი ფოტოსესიიდან კარგად ჩანს. მოდელს ახალი იმიჯი უხდება. მოდელი ფრენების ნაწილობრივ აღდგენის შემდეგ იტალიას დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ მან ძვირადღირებული კურორტიდან ფოტოები გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო თაკოს პაუზის აღება მოუწია, სუპერ-მოდელი იტალიაში დაბრუნებისთანავე საყვარელ საქმიანობას შეუდგა. წარმატებული და ცნობილი ოჯახის შვილი ქართველი სელებრითების რიგს კარიერის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ყურადღება არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ევროპულმა მედიამ გამოიჩინა.

ქართველი მოდელი ყვითელი პრესის ობიექტი იშვიათად ხდება. მისი პირადი ცხოვრება მუდამ დამალულია, თუმცა ირკვევა, რომ მისი გული ოთო ხუროძეს ეკუთვნის. თაკოს რჩეული 25 წლისაა. ქართველმა ტოპ-მოდელმა უსიმპათიურეს შეყვარებულს Instagram-ზე რამდენიმე კვირის წინ ვიდეო მიუძღვნა. „სიყვარულო, გილოცავ!“ – დაწერა თაკომ. მოდელის მიერ შექმნილ ვიდეოზე წყვილის ერთად ყოფნისა და საუკეთესო მოგონებების კადრებია გაერთიანებული.

თაკოს წარმატების საიდუმლო მისი აღნაგობა, გარეგნობა და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი სილამაზეა, რომლითაც ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი მოხიბლავს. სულ რაღაც 21 წლის არის, მაგრამ იტალიაში, საფრანგეთსა და საქართველოში პოპულარულ დიზაინერებთან თანამშრომლობს. მისი წარმატების ფორმულა მიზანდასახულობაა. როგორც თავად ჰყვება, ვარჯიშს დროს კვირაში რამდენჯერმე უთმობს და სწორად იკვებება. თაკოს ერთი ჩვეულებრივი „ლუქიც“ კი დიდ ყურადღებას იქცევს.

ყველა ახალი ამბავი
0