COVID-19: რა ვითარებაა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

გამოწერა
სამეგრელოს რეგიონში მოქმედ ექვს კოვიდ–კლინიკაში 299 კოვიდ-დადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 146 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება "Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეებში 56 პირი იმყოფება.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა>>>

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 126 კოვიდ-პაციენტი გადის, მათ შორის, საშუალო სიმძიმის – 85, მძიმე – 5. „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე – 11. ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 7 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 27 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 39 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 645-ს მიაღწია, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.345-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 214.871-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0