კახა კალაძე: უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა

© courtesy of Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის თქმით, სახლების დემონტაჟი კანონიერ საფუძველზე განხორციელდა, მერია კი სახელმწიფო მიწების მიტაცებას ხელს ვერ შეუწყობს.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. იმ პირთა შორის, რომლებმაც უკანონოდ მიტაცებულ მიწებზე სახლები ააშენეს და რომელთაც დედაქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ქონება უფიქსირდებათ, მერიის თანამშრომელიცაა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

შენობა–ნაგებობეის დემონტაჟი - Sputnik საქართველო
უკანონო მშენებლობების დემონტაჟის მორიგი ტალღა: რა ხდება სამგორში

სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონო მშენებლობების ფაქტები მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა. აღნიშნული მშენებლობების დემონტაჟის შესახებ განცხადება 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. დემონტაჟის დაწყებამდე მუნიციპალურმა ინსპექციამ შენობა-ნაგებობების მფლობელებს ოთხდღიანი ვადა მისცა და გააფრთხილა, რომ უკანონო შენობების დემონტაჟი თავად მოეხდინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია დემონტაჟს საკუთარი ძალებით განახორციელებდა.

დღეს სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ შვიდი უკანონო შენობა–ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. 

„დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი, სამწუხაროდ, დაუდასტურდა მერიის ერთ-ერთ თანამშრომელსაც. ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას, ვინც სჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

კანონის თანახმად, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.

სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი ე.წ. აფრიკის დასახლებაში გასულ კვირას დაიწყო – 15 დეკემბერს მერიის შესაბამისმა სამსახურებმა 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და ადგილზე მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0