საქართველოს პარლამენტში სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

© courtesy of Dimitry Khundadzeდიმიტრი ხუნდაძე
დიმიტრი ხუნდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტების გამოცდილების გამოყენება კარგი პრაქტიკაა, რომელიც დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან COVID-19-თან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. აღნიშნული საკითხი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სიტყვებით, საკომიტეტო მუშაობისთვის მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების გამოცდილების, რესურსების გამოყენება და ჩართულობა. 

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
რა ჯდება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა - ტიკარაძის განმარტება

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კვლავ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება და ჯანდაცვის სექტორი ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, კომიტეტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს არგუმენტირებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და სასარგებლო ამ რთული გამოწვევის გადალახვის გზაზე. ამიტომაც გადავწყვიტეთ სხვა, დარგობრივ, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოებთან ერთად შევქმნათ საბჭო, რომელშიც გაერთიანებიან ამ დარგის სპეციალისტები – ეპიდემიოლოგები, კრიზისების მართვის სპეციალისტები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, ექსპერტების გამოცდილების გამოყენება კარგი პრაქტიკაა, რომელიც პარლამენტს დახმარებას გაუწევს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

კომიტეტმა საბჭოს დებულება ერთხმად დაამტკიცა.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 212 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 188 ათასზე მეტი ადამიანი, გარიდაიცვალა 2.182 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0