12:32 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2606)
450 0 0

გოგოლა საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდა და ნამდვილად მოსწრებული დედაა. ჰყავს უფროსი ქალიშვილი ელენე ზურაბიშვილი, რომელიც ძალიან ლამაზია და დედის ასლსაც ეძახიან.

მსახიობ გოგოლა კალანდაძის უფროსი ქალიშვილის ფოტოებმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო. 22 წლის ელენე ზურაბიშვილზე ამბობენ, რომ დედის ასლია.

გოგოლა საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდა, ნამდვილად მოსწრებული დედაა. თუმცა ელენეს შემდეგ კიდევ სამი შვილი შეეძინა.

დათუკა 10 წლისაა, ანა-მარია – 7-ის, უმცროსი შვილი დარია 3-ის არის. მსახიობი პრესასთანაც აღარ კონტაქტობს და მხოლოდ საახალწლო კონცერტების სცენაზე თუ ვიხილავთ, წამყვანის ამპლუაში.

„ჩემმა ოთხმა შვილმა დამარწმუნა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შემძლებია. აქამდე მეგონა, რომ არაფრის გამკეთებელი ვიყავი, უსუსური, და სუსტი მეგონა თავი, რადგან დედაჩემი ყველაფერს აგვარებდა. შვილებმა გამაძლიერეს, ყველა საკითხს თავად ვაგვარებ და სირთულეებიც ნაკლებად მაშინებს. შემიძლია შვილებს ყველაფერი გავუკეთო. ადრე მეგონა, რომ ცუდი დედა ვიყავი, ახლა ვთვლი, რომ საუკეთესო ვარ“, – აღნიშნავს გოგოლა კალანდაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობი მაყურებელმა განსაკუთრებით მას შემდეგ შეიყვარა, რაც მთავარი როლი შეასრულა ტელესერიალში „სახლი ძველ უბანში“ (ა. ვარსიმაშვილი, 1994), შემდეგ იყო ფილმი „ნუცას სკოლა“ (მ. კოკოჩაშვილი, 2000, ვალიდა).

მონაწილეობდა ფილმებში: „6 და 7“ (გ. ცაავა, 2003), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (ნ. ჯორჯაძე, 1996), „კიდევ ერთი თბილისური ისტორია“ (ე. ბადურაშვილი, 2002) და სატელევიზიო სერიალებში. გასაკუთრებით პოპულარული გახდა სერიალიდან „ძილის წინ“, სადაც მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილთან ერთად თამაშობდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)

მთავარი თემები