Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმედია ნამდვილი არ არის“ – ნინი ბადურაშვილი ამ ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს – ფოტო

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა. ნახეთ რა აცვია მომღერალს და რატომ გააკრიტიკეს ის.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი გუდაურიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც გიორგი გილიგაშვილიც ჩანს. ნინი და გიორგი თოვლში ცეკვავენ და ორივეს ქურქი აცვია. ნინის ქურქმა „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მომღერალი გააკრიტიკეს კიდეც.

„ნინი, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ გვამები აღარ ჩავიცვათ, იქნებ თქვენც გეფიქრათ. რა ცუდია, როცა ცნობილი ადამიანი ნატურალური ქურქით გამოწყობილი ცეკვავს/მღერის?“, „იმედია ნამდვილი ბეწვი არ არის“, – უწერენ კომენტარებში.

როგორც ცნობილია, გიორგი გილიგაშვილი ახალ სიმღერას წერს და მის კლიპში ნინიც მონაწილეობს. 27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.

გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია.

გიორგი გილიგაშვილის მიერ „პრაიმ შოუში“ გაკეთებულმა განცხადებებმა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ახალგაზრდამ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მისი წარმოთქმული ფრაზა „ჩემმა მზემ“ კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა. ამის შემდეგ გილიგაშვილს ასეც მოიხსენიებენ – „ჩემმა მზემ“.

 

ყველა ახალი ამბავი
0