Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თაკო ჩხეიძეს ულამაზესი დედა ჰყავს – აი თურმე ვის ჰგავს ცნობილი მოდელი

© Facebook / Tako Chkheidzeთაკო ჩხეიძე
თაკო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ მოდელს ულამაზესი დედა ჰყოლია. ნახეთ როგორ ჰგავს მოდელი დედას. ოჯახური ფოტოები სოციალური ქსელიდან.

ცნობილ ქართველ მოდელსა და დიზაინერს თაკო ჩხეიძეს ფანები ნატიფი მანერებით, ფრანგული სილამაზითა და დახვეწილობით გამოარჩევენ. თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ულა­მა­ზეს ქალ­ბა­ტო­ნად ით­ვლე­ბა.

მო­დე­ლის მე­უღ­ლე დიპ­ლო­მა­ტი რუს­ლან აბა­ში­ძეა. წყვი­ლი სამ ვაჟს ზრდის. მის­ი სილამაზით საზოგადოება ჯერ კი­დევ მა­შინ მოიხიბლა, რო­დე­საც თინეიჯერი თაკო პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე გოგონა ხალხმა მალევე შეიყვარა და ის მცირე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა.

უქმე დღეები თაკომ შვილებთან და დედასთან ერთად „პარაგრაფში“ გაატარა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ თაკომ დედის ფოტო გამოაქვეყნა. ხათუნა ვაშაძე ვიზუალურად თაკოს ძალიან ჰგავს და, როგორც ჩანს, სწორედ მისგან დაჰყვა მოდელს ულამაზესი ნაკვთები.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ოჯახის წევრები ხშირად ატარებენ ერთად დროს, დადიან დასასვენებლად და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0