Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამარ გვერდწითელის სამი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული

© photo: Sputnik / Evgeniya Novozheninaთამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი პროფესიონალური კარიერა ძალიან წარმატებულად განვითარდა – 40 წელზე მეტია იგი სცენაზეა, მუსიკა გახდა მისი მოწოდება, ცხოვრების აზრი და ყველა პრობლემისგან ხსნა, მაგრამ მან ასევე წაართვა ის, რაც ბედნიერებას მოუტანდა...

ქართველი მომღერალი, მსახიობი და არტისტი, 58 წლის თამარ გვერდწითელი როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ კარგად არის ცნობილი. გვერდწითელის პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესისთვის ბევრჯერ გამხდარა განხილვის საკითხი, თუმცა თამარის სამი განქორწინება და ერთი ტრაგიკული ისტორია ბევრისთვის დღემდე არ არის ცნობილი.

მომღერალმა კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. მას შედეგ თამარის ცხოვრება პრესის ინტერესის სფერო მრავალჯერ გახდა. გვერდწითელი ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწეობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოსაც.

მომღერლის პირველი რჩეული მასზე 14 წლით უფროსი, თეატრის რეჟისორი კახა კახაბრიშვილი იყო, რომელთან ერთადაც თამარმა 11 წელი იცხოვრა. თამარი ყოველთვის მყარ, ერთიან ოჯახზე ოცნებობდა, რადგან მშობლების განქორწინება მისთვის დიდი ტრავმა აღმოჩნდა.

კახაბრიშვილისა და გვერდწითელის გრანდიოზულ ქორწილზე თბილისში დიდხანს საუბრობდნენ. ვის წარმოედგინა, რომ ეს წყვილი დღეს ცალ-ცალკე იცხოვრებდა. მათ ქორწილს საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი მარგარეტ ტეტჩერიც კი დაესწრო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ ქორწინება დაინგრა, თამარმა კარიერა ამჯობინა. მას და გიორგი კახაბრიშვილს ერთი ვაჟი ალექსანდრე, სანდრო ჰყავთ, რომელიც 30 წელს არის გადაცილებული.

პრესა გვერდწითელის პირველ ქორწინებაზე აქტიურად საუბრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, თამარმა პირველი ქორწინება სწორედ კარიერის გამო დათმო და ამ თემაზე თვითონაც არაერთხელ უსაუბრია. განქორწინებიდან რამდენიმე წელში თამარი მოსკოვში წავიდა. შემდეგ გასტროლებზე ამერიკაში მოუწია ჩასვლა და ქართულ მედიაში ხმა გავრცელდა, რომ გენიალური მომღერალი მეორედ გათხოვდა. მისი რჩეული მილიონერი ადვოკატი დიმიტრი იყო. დიმიტრი წარმოშობით ბაქოდან იყო, თუმცა ამერიკაში, ბოსტონში ცხოვრობდა.

© Sputnik / Denis Aslanovთამარ გვერდწითელი საქველმოქმედო კონცერტზე
თამარ გვერდწითელის სამი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული - Sputnik საქართველო
თამარ გვერდწითელი საქველმოქმედო კონცერტზე

თამარმა სცადა ამერიკაში გაეგრძელებინა ცხოვრება, 3 წელი მოსწყდა კარიერას და დიმიტრისთან ბედნიერად იცხოვრა, თუმცა სცენა ეძახდა და ამერიკულ ოცნებაზე დროებით უარი თქვა. წყვილს ერთმანეთისგან შორ მანძილზე ყოფნა უჭირდა და შემდგომ უკვე დიმიტრიმ გადაწყვიტა თამართან ჩასვლა.

© photo: Sputnik / Sergey Pitakovმომღერალი თამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელის სამი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული - Sputnik საქართველო
მომღერალი თამარ გვერდწითელი

მოგვიანებით კი მოულოდნელმა შემთხვევამ თამარის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სრულიად უეცრად დიმიტრი გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს მომღერლისთვის დიდი ტრავმა აღმოჩნდა, თუმცა გვერდწითელს მარტოობა არ სურდა და ის მესამედ გათხოვდა. მომღერლის რჩეული ქირურგი სერგეი ამბატელო იყო. მათ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გაიცნეს, როდესაც თამარს ექიმის დახმარება დასჭირდა. მათი ურთიერთობა სულ 5 წელს გაგრძელდა და 2005 წელს პრესაში ხმაურიანმა განქორწინებამაც გაიჟღერა.

როგორც ამბობდნენ, სერგეის სმა უყვარდა და ხშირად ხელითაც ეხებოდა თამარს. სხვა დეტალები მედიისთვის უცნობი დარჩა. თამარის ცხოვრებაში სხვა სერიოზული ურთიერთობა მას შემდეგ აღარ ყოფილა. ის ხშირად საუბრობდა სიყვარულზე და ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მას ერთადერთი კაცი, მისი მეორე მეუღლე დიმიტრი უყვარდა, რომელთანაც ბედნიერი ცხოვრება სულ 3 წელი შეძლო.

© photo: Sputnik / Ruslan Krivobokiმომღერალი თამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელის სამი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული - Sputnik საქართველო
მომღერალი თამარ გვერდწითელი

მოგვიანებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თამარ გვერდწითელი მეოთხედაც გათხოვდა და ბედი „პრარაბს“ დაუკავშირა, რომელიც მომღერლის სახლის გარემონტებას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ბიზნესმენს ოჯახიც კი დაენგრა. თუმცა ეს დეზინფორმაცია აღმოჩნდა და გამოცემამ მომღერალს ბოდიშიც მოუხადა. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი ე.წ. „პრარაბ“ ნოდართან ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა და პაპარაცებმა ფოტოები სწორედ ამ დროს გადაუღეს, რაც მოგვიანებით ჭორების საფუძველი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0