04:37 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2862)
92 0 0

მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდის თავიდან ასარიდებლად ქვეყანაში უკვე მოქმედი შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია მიიჩნევს, რომ  მთავრობამ მიიღო მაქსიმალურად მსუბუქი შეზღუდვები, რის საშუალებასაც რეალობა აძლევდა.

უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედი შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში სრულად არ შემსუბუქდება.

როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, შეიძლება ეს არაა იდეალური გადაწყვეტილება, მაგრამ ხელისუფლებას ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

ფერაძემ სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ასევე სავაჭრო ცენტრების შემოსავლების შენარჩუნების მიზნით უნდა წახალისდეს სავაჭრო ცენტრში მომხმარებლის დილით მისვლა, ასევე ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს დილით და ხალხის ნაკადები შემცირდეს საღამოს საათებში, როდესაც შეზღუდვების საათები ახლოვდება.

„ჩვენც კარგად გვესმის, რომ ეს არის დისკომფორტის შემქმნელი და იდეალური არ არის, მაგრამ მეტი გამოსავალი დღეს რეალურად ქვეყანაში არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ის ოქროს შუალედი და ბალანსი, რომლის დაწესების საშუალებაც და მექანიზმებიც დღეს ჩვენ გვქონდა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის ძალაში დატოვებას, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამას შემცირებული მობილობის შენარჩუნების მიზნით ხსნის.

მთავრობის გადაწყვეტილებით 24 დეკემბრიდან შეზღუდვები მინიმალურად შემსუბუქდება. დიდი ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, გამონაკლისი კი მხოლოდ ახალ წელს და შობას დაიშვება.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები და ა.შ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)

მთავარი თემები