12:35 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

„მაგთიკომით“ მოსარგებლე აბონენტებს დარეკვის სერვისი და ინტერნეტით სარგებლობა შეეზღუდათ. კომპანიაში სერვისის სრულად აღსადგენად უკვე მუშაობენ.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. „მაგთიკომის“ მომხმარებელთა ნაწილს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდება. ინფორმაციას კომპანია „მაგთიკომი“ ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სრულფასოვანი სერვისის აღსადგენად ოპერატიული ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

„მაგთიკომი“ თავის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

კომპანიის აბონენტების ნაწილი დარეკვას ვერ ახერხებს. ამასთან მომხმარებლები ვერ სარგებლობენ ინტერნეტით და ვერ გზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს. ასევე ნაწილობრივ შეზღუდულია „მაგთის" აბონენტებთან დაკავშირება.

შპს „მაგთიკომი“, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი, 1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად კომპანიას 1 976 667 აბონენტი ჰყავს.

მთავარი თემები